შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ინგლისური ენის ცენტრში მადლიერების დღე აღინიშნა
27.11.2015
უკან დაბრუნება
ინგლისური ენის ცენტრში ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღესასწაული მადლიერების დღე აღინიშნა.მადლიერების დღეს ტრადიციულად მოსავლის აღების შემდეგ,ღვთისადმი მადლიერების ნიშნად ზეიმობენ, ოჯახები და მეგობრები ერთად იკრიბებიან და გაჭირვებულებს ეხმარებიან.ინგლისური ენის ცენტრს ამერიკელი მშვიდობის კორპუსის მოხალისე სტუმრობდა. კერენ ნილი ცენტრის საქმიანობას გაეცნო და მოსწავლეების მიერ მადლიერების დღის აღსანიშნავად მომზადებულ ღონისძიებას დაესწრო. მან აღნიშნა,რომ ცენტრში ყველა პირობაა შექმნილი ინგლისური ენის მაღალ დონეზე შესასწავლად. ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილეს სიგელები გადაეცა.