შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ქალაქის მერიას უპირისპირდება
27.11.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი ქალაქის მერიას უპირისპირდება. ამირან ვაშაკიძის თქმით, ქალაქის მერიის არქტიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან წინააღმდეგობაში მოდის.ვაშაკიძემ ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა უკანონო მშენებლობებზე გასცა. აღნიშნულის მაგალითად შმიდტის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაასახელა. ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ბაქარ ჭეიშვილის თქმით, მსგავსი ბრალდებით ამირან ვაშკიძე საკუთარი თემის გადაფარვას ცდილობს. კერძოდ, ბაქარ ჭეიშვილი განმარტავს, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსს უკანონო მშენებლობაზე ქალაქის მერიისგან გაფრთხილება თავად აქვს მიღებული.