შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
22.11.2017
უკან დაბრუნება
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტტერორისტული დეპარტამენტი ატარებს.პირებმა რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს,სპეციალურ დანაყოფს ცეცხლი გაუხსნეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობას არ უშვებენ,ადამინების ნაწილს კი იქაურობა დაატოვებინეს. ბინაში,სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს სავარაუდოდ ჩეჩენი ოჯახი ცხოვრობს. ამ წუთებშიც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის ადგილზე პერიოდულად კვლავ ისმის სროლის ხმა.მობილიზებულია სამართალდამცავი სტრუქტურები,სხვადასხვა ქვედანაყოფები და სპეცრაზმელები.