შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს
26.11.2015
უკან დაბრუნება
იურიდიულმა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. შეხვედრას მხოლოდ უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ. დეპუტატებს კითხვები ჰქონდათ გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის იყო რაფალიანცის, ზურაბ ჟვანიასა და ეროსი კიწმარიშვილის საქმეები. კანდიდატმა განაცხადა, რომ კიწმარიშვილის საქმე გამოძიებულია და მასალები ოჯახის წევრებს გადასცეს. რაც შეეხება რაფალიანცის და ზურაბ ჟვანაის საქმეებს, შოთაძის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები თავიდანვე არასრულყოფილადაა ჩატარებული, რაც პრობლემებს უქმნის გამოძიებას.