შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხონში ექსპერიმენტალური პროექტი იწყება
16.11.2017
უკან დაბრუნება
ხონში ექსპერიმენტალური პროექტი იწყება. პრექტი რომელიც შრომის ბაზარზე სათანადო კვალიფიკაციის მქონე პროფესიული კადრების გადამზადებას უზრუნველყოფს სტარტს ხონში აიღებს. პროფესიულ სასწავლებელში ძირითადად ადგილობრივი პედაგოგები დასაქმდებიან, რომლებიც გადამზადების კურსს გერმანიაში გაივლიან. პირველი საკონსულტაციო შეხვედრა მეწარმეებთან დამსაქმებელთა ასოციაციისა და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა. გრიგოლ ლილუაშვილის განმარტებით პროფესიული გადამზადება და სათანადო კადრების მომზადება მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მთავარი კომპონენტია.