შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აქცია პარლამენტის წინ
26.11.2015
უკან დაბრუნება
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და "თავისუფალი ზონის" წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნას აპროტესტებენ.
მონაწილეებსა და დეპუტატ ანი მიროტაძეს შორის მცირე კამათი მოხდა. აქციის მონაწილეები დეპუტატისგან მოითხოვდნენ პასუხს, რატომ არის დაკავებული "თავისუფალი ზონის" სამი წევრი და რატომ გატარდა მათ მიმართ სასჯელის მკაცრი ზომები.
როგორც ანი მიროტაძემ მათ განუმარტა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ისიც არ ეთანხმება.