შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველო-ბელორუსია-2:2
14.11.2017
უკან დაბრუნება
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბელარუსიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ წლის ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა. სტადიონზე საპატრულო პოლიცია და სპეცრაზმი იყო მობილიზებული. პოლიციის მიერ ერთი შესასვლელის ჩაკეტვას მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ისინი ტრიბუნებზე შესვლას ვერ ახერხებენ. შეხვედრა საქართველოს გუნდის უპირატესობის მიუხედავად ფრედ 2:2 დასრულდა. ანგარიში 27-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მალევე გაათანაბრა. 50-ე წუთზე სტუმრებს თავური დარტყმით შეცვლაზე შემოსულმა, ლაშა დვალმა გაუტანა. ბელარუსებმა წონასწორობის აღდგენა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება 66-ე წუთზე მოახერხეს. ამ მატჩით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წლის სეზონი დაასრულა.