შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პარლამენტშო შოთაძის მოსმენის დროს ინციდენტი მოხდა
26.11.2015
უკან დაბრუნება
რამდენიმე ინციდენტი მოხდა დღეს პარლამენტში . კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენენ, მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძე ხმაურით შევიდა.
ის შოთაძესთან შეხვედრას და კომიტეტის სხდომაზე დასწრებას დილიდან ითხოვდა..
კომიტეტის სხდომაზე ხაჭაპურიძის შესვლას ხმაური მოჰყვა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ ხაჭაპურიძეს სიწყნარისკენ მოუწოდა.რაც შეეხება მეორე ინციდენტს, ,,თავისუფალი დემოკრატების,, ფრაქციის სხდომაზე, სადაც ასევე ირაკლი შოთაძესთან მიმდინარეობდა შეხვედრა , საინფორმაციო სააგენტო kutaisitoday.com -ის დამფუძნებელი ბუბა ჩივაძე, პლაკატით შევიდა. მან რამდენიმე პროკურორის გვარი დაასახელა, რომელსაც კორუფციაში დებდა ბრალს