შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ფოტო კონკურსის „ილო“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
14.11.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში ფოტო კონკურსის „ილო“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.მეათე საიუბილეო წელს ტრადიციულ კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. გამარჯვებულებს ფულადი პრიზები და სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელი სიმბოლურად „ილოს“ ქანდაკებით დაჯილდოვდა.გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურმა გამოავლინა.წელს კონკურსის თემა თავისუფალი იყო. მასში 30 მდე ავტორი მონაწილეობდა.მონაწილეები ძირითადად იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან იყვნენ,კონკურსში ასევე გერმანელი წარმომადგენელიც მონაწილეობდა .ფოტო-კონკურსი მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.