შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



რეკომენდირებულია თუ არა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ავიაციის გამოყენება
13.11.2017
უკან დაბრუნება
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლაში ავიაციის გამოყენება გარკვეულ რისკენს შეიცავს, -ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის სამმართველოში განაცხადეს. მიხეილ ცქვიტარიძე ამბობენ, რომ ჰაერიდან შეწამვლა რეკომენდირებული არ არის, რადგან ამ დროს საფრთხე ექმნება ფუტკარს. გარდა ფუტკარისა, არსებობს სხვა რისკებიც, მათ შორის მჭიდრო დასახლებული პუნქტები. ცოტა ხნის წინ თემაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმაც გააკეთა კომენტარი. ავიაციის გამოყენების შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ქიმიურ წამლობაზე და აქ არის გასათვალისწინებელი ძალიან ბევრი დეტალი. მისი გამოყენება უნდა მოხდეს მაქსიმალური პასუხისმგებლობით და არეალი არის მაქსიმალურად შეზღუდული. კერძოდ, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს მჭიდროდ დასახლებულ ადგილებთან, რადგან ასეთ შემთხვევაში ავიაციის გამოყენება არის ძალიან სარისკო. მაგრამ გარკვეული მინდვრები, შედარებით დიდი პლანტაციები, შესაძლოა ავიაციის გამოყენებით შეიწამლოს“,- აცხადებს დეავითავილი. აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულ