შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როგორ უნდა ებრძოლოს მოსახლეობა მოზამთრე ფაზაში აზიურ ფაროსანს - „გარბმობილი“ იმერეთში
12.11.2017
უკან დაბრუნება
„გარბმობილი“ ბგურიის, აჭარისა და სამეგრელოს შემდეგ იმერეთს ესტუმრა. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიში შეკრებილი მოსახლეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ექსპერტები შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა კვლავ აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი და მავნებელთან ბრძოლის ხერხები იყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახლა მათთვის მთავარ პრობლემას სახლში შესული აზიური ფაროსანა წარმოადგენს, რომელიც ყველგან არის გავრცელებული, მათ შორის ტანსაცმლის კარადებში, საწოლში და სხვენშიც. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე, როდესაც მავნებელი მავნებელი გამოსაზამთრებლად ინაცვლებს საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში, მასთან ბრძოლო მხოლოდ მექანიკური საშუალებებით არის შესაძლებელი. აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს