შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სტუმარ-მასპინძლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
10.11.2017
უკან დაბრუნება
ორიგინალური იდეა აზიური ფაროსანას დასამარცხებლად-ინჟინერი დიმიტრი მანაგაძე მავნებელთან ბრძოლისათვის ზამთრის ყინვების გამოყენებას გვთავაზობს. ინიციატივა სახელწოდებით „სტუმარმასპინძლობა“ მან სოციალური ქსელის მეშვეობით გადაცემა „აგრო სიახლეებს“ გაუზიარა, იდეის შინაარსი კი შემდეგში მდებარეობს: განსაკუთრებულად ცივ დღეებში, სოფლის ან სხვა ტიპის დასახლების მცხოვრებთა ერთი ნაწილი საკუტარ სახლებს ტოვებს და რამდნეიმე დღით საცხოვრებლად დარჩენილ ნაწილს სტუმრობს. ამ პერიოდშ სახლ-კარს ღიას ტოვებს და იმედოვნებს, რომ გამოსაზამთრებლად შესახლებული მავნებელი გაყინება, ამის შემდეგ მოქალაქეები სტუმრისა და მასპინძლის როლს ცვლიან. მსოფლიო სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში, განამრტავენ, რომ არახელსაყრელი გარემოპირობების დადგომისას, (გვალვა, ყინვა, საკვების დეფიციტი) მწერები გადადიან მდგომარეობაში, როდესაც ორგანიზმში ჩერდება ფიზიოლოგი ურიპროცესები და მავნებელი მოსვენების სტადიაში იმყოფება. ამდროს იგი არ იკვებება და არ მრავლდება. ზოგადად ხე შეშფრთიანების რაზმის წარმომადგენლები (მათ შორის აზიურიფაროსანა) სითბოს მოყვარული მწერები ვერ უძლებენ ზამთრის ყინვებს, ამის გამო აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ეძებს თავშესაფარს ტყეში და შენობა-ნაგებობებში, სადაც იზამთრებს. მეცნიერებმა შეისწავლეს აზიური ფაროსანა სგავრცელებისათვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. დადგენილია ,რომ აზიური ფაროსანა კარგად მრავლდება და იწვევს მაღალ მავნეობას იმ ქვეყნებში სადაც ზამთრის თვეების საშუალო ტემპერატურა +0,3 - +7,9 გრადუსის ფარგლებშია. იმ კლიმატურ ზონებში, სადაც ზამთრის თვეების ტემპერატურა -5 -7 გრადუსია, ფაროსანას გავრცელება და გამრავლება არამდგრადია და შესაბამისად, მის მიერ მოტანილი ზიანი უმნიშვნელო.