შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როგორ დავიცვათ სასათბურე კულტურები აზიური ფაროსანასგან
10.11.2017
უკან დაბრუნება
აზიური ფაროსანა, ამ დრომდე, სასათბურე მეურნეობაში არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სამსახურის სპეციალისტმა ტელეკომპანია ,,რიონის“ ეთერში განაცხადა. ბადრი ბახტაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, ფერმერებმა, რომლებსაც სასათბურე მეურნეობები გააჩნიათ, პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების ზომები აუცილებლად უნდა დაიცვან. სპეციალისტი მათ სათბურებში დამჭერი ბადეების გამოყენებას ურჩევს. ბადრი ბახტაძე ყურადღებას შეწამვლითი ღონისძიებების დროულ ჩატარებაზეც ამახვილებს. ტელეკომპანია ,,რიონის“ ეთერში დისკუსია მედიაკამპანიის ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. დისკუსია მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე გადაცემა არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს.