შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ,გიორგი სიხარულიძეს, ქუთაისში 11 წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, საპატიო ქუთაისელის წოდება მიანიჭა
09.11.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მესხიშვილის თეატრის, ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი სიხარულიძეს, ქუთაისში 11 წლიანი, ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, საპატიო ქუთაისელის წოდება მიანიჭა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, კი გიორგი სიხარულიძეს დავით კლდიაშვილის მედალი გადაეცა. გიორგი სიხარულიძის ქუთაისში მოღვაწეობის დროს, 2007 წლიდან 2017 წლამდე მესხიშვილის თეატრში მოეწყო მცირე სცენა, ლიტერატურული სალონი, დასს შეემატა 12 ახალგაზრდა მსახიობი, დაიდგა 47 სპექტაკლი, ათეულობით ბენეფისი და იუბილე. გიორგი სიხარულიძის სამხატვრო ხელმძღვანელობის დროს ქუთაისის თეატრში სპექტაკლი დადგა 18-მა მოწვეულმა რეჟისორმა. თეატრის ბიუჯეტი 250 ათასი ლარიდან 1 მლნ 55 ათას ლარამდე გაიზარდა. გიორგი სიხარულიძის რეჟისურით და ხელმძღვანელობით, გაკეთდა ქუთაისის მთავარი დღესასწაულის, ,,გვირილობის“ ახალი და მასშტაბური ფორმატი, რომელიც დღემდე ქალაქის სავიზიტო ბარათია. გიორგი სიხარულიძე, 2017 წლიდან, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.