შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები მშობელთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
26.11.2015
უკან დაბრუნება
ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ამჯერად 20-ე და 27-ე ფილიალის მშობელთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და იმ საკითხებზე ისაუბრეს,რომელიც პატარების აღზრდისთვის მნიშვნელოვანია. მშობელთა საბჭო აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში,კვების რაციონის განკარგვასა და ჰიგიენური ნორმების დაცვის საკითხებში. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პრობლემების აღმოფხვრას უწყობს ხელს.