შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით 2018 წელს კომპლექსური ღონისძიებებია დაგეგმილი
07.11.2017
უკან დაბრუნება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით 2018 წელს კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმ სპეციალისტებთან შეხვედრაზე, განაცხადა, რომლებიც ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში იყვნენ ჩართულნი. ლევან დავითაშვილმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით 2017 წელს განხორციელებული ღონისძიებები შეაფასა და აღნიშნა, რომ გასული წლის გამოცდილების გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდება მავნებლის საწინააღმდეგო შემდგომი ნაბიჯები.მისი თქმით განხორციელდება საველე სამუშაოები სპეციალისტების ჩართულობით, გაგრძელდება მუშაობა სამეცნიერო მიმართულებით, ასევე მოსახლეობის ინფორმირებულობის კუთხითაც. როგორც მინისტრი აცხადებს, მავნებლის დამარცხება კომპლექსური ღონისძიებებით შესაძლებელია. აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით ასევე დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს. ვიდეომასალას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.