შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი მეორე ტურის შეხვედრებს განაგრძობს
06.11.2017
უკან დაბრუნება
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი მეორე ტურის შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი ჭიღვარია ამჯერად ვაკის უბნისა და უქიმერიონის ოლქების ამომრჩეველს შეხვდა. კანდიდატმა ამომრჩეველთან მეორე ტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 12 ნოემბერს არჩევნებში მოსახლოების მაქსიმალური აქტიურობა და ჩართულობა მნიშვნელოვანია. გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩეველს 12 ნოემბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და განმარტა რომ მეორე ტური დემოკრატიულ,სამართლიან გარემოში ჩატარდება და ,,ქართული ოცნება“ დამაჯერებელ შედეგს დადებს.