შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მიტოვებულ კარ-მიდამოებს სახელმწიფო 2018 წელსაც დაამუშავებს
06.11.2017
უკან დაბრუნება
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიტოვებული კარ-მიდამოების დამუშავება 2018 წელსაც გაგრძელდება. ამის შესახებ ტელეკომპანია ,,ოდიშის“ ეთერში სურსათის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის რეგიონული სამმართველოს მცენარეთა დაცვის ინსპექტორმა განაცხადა. ზაირა ღუბელაძის თქმით, სახელმწიფო დაეხმარება იმ მოსახლეებსაც, რომლებსაც თავად შესაწამლი ღონისძიებების ჩატარება არ შეუძლიათ. მცენარეთა დაცვის ინსპექტორის განმარტებით, მსგავსი ტერიტორიების შეწამვლა აუცილებელია, რათა მავნებელს გასავრცელებლად ხელოვნური ბუდეები არ შევუქმნათ. ტელეკომპანია ,,ოდიშის“ ეთერში დისკუსია მედიაკამპანიის ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. გადაცემა მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე დისკუსია არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“