შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აზიური ფაროსანას წინააღმდეგ პრეპარატები უპრობლემოდ მოიპოვება
06.11.2017
უკან დაბრუნება
აზიურ ფაროსანასთან წარმატებული ბრძოლისთვის, აუცილებელია, ბაზარზე შესაბამისი პრეპარატები და დამცავი საშუალებები უწყვეტად მოიპოვებოდეს. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილემ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების იმპორტიორებთან შეხვედრისას განაცხადა. ზურაბ ლიპარტიამ მათ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, პრეპარატების რეალიზატორებმა აღნიშნეს, რომ ისინი ბაზარზეშხამ-ქიმიკატების შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფენ. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ პრეპარატების დეფიციტის საშიშროება არც ერთ რეგიონში არ დგას. დღეისათვის საქართველოში პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრირებული 335 სარეალიზაციოდა 174 საბითუმო სავაჭრო ობიექტია. აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედია საშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს.