შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქველმოქმედო აქცია ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონში
04.11.2017
უკან დაბრუნება
საქველმოქმედო აქცია ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონში , ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ დეfოდელ ჰომქეას“ ორგანიზებით შედგა. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ მეორე სამუსიკო სკოლის აღსაზრდელები. ამერიკულ კომპანიას სათავეში ქუთაისელი ჟურნალისტი ლელა ვაშაკიძე უდგას, მათი დაფინანსებით პანსიონის ბენეფიციარებს, საჭირო ნივთები და ტკბილეული გადასცეს. ამერიკული კომპანია, ქუთაისში საქველმოქმედო აქციებს სხვა დაწესებულებებშიც გამართავს. ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონში მცხოვრები ბენეფიციარები, ამერიკაშიც ახსოვთ და ზრუნავენ მათზე.