შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ინფორმაციის ნაკლებობა ზუგდიდში - სეს-ის პასუხი
04.11.2017
უკან დაბრუნება
აზიური ფაროსანასგან მიყენებულ ზარალზე მოსახლეობა დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია სხვადასხვა კულტურის წამლობის პერიოდთან დაკავშირებით. სურსათის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის რეგიონუილ სამმართველოში აცხადებენ, რომ მოსახლეობა მათ მსგავსი კითხვებით ხშირად მიმართავს, სპეციალისტები მათ შესაბამის რეკომენდაციებს უწევენ. რაც შეეხება ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, უწყების წარმომადგენლის თქმით, ზუგდიდის რეგიონში დარიგებულია ქიმიური პრეპარატები და ფერომონები, ასევე მათი გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები. პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი თვითმართველობაც. აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“