შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დაზიანებული თხილისა და სიმინდის მოსავალი - „აგრომობილი“ ზუგდიდში
04.11.2017
უკან დაბრუნება
„აგრომობილი“ საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას განაგრძობს, გურიისა და აჭარის შემდეგ შემდეგი გაჩერება სამეგრელოში, სოფელ კახათშია. ჯემალ ჩახაიას ოჯაში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და ექსპერტები შეხვდნენ. სპეციალისტები დაინტერესდნენ როგორი იყო ვითარება სოფელში და რამდენად დიდი პრობლემები შექმნა აზიური ფაროსანასა და სხვა მავნებლებისა თუ დაავადებების გავრცელებამ თხილისა და სიმინდის კულტურებში. ადგილობრივებიამბობენ, რომ თხილის, სიმინდისა და ხეხილის მოსავალი ძირითადად ფაროსანამ დააზიანა, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ზაირა ღუბელაძე ამბობს, რომ მოსავლის დაზიანება მავნებელთან ერთად სხვა დაავადებებმაც გამოიწვია. აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP) მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“