შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე განთავისუფლებას დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები გამოეხმაურნენ
02.11.2017
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე განთავისუფლებას დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები გამოეხმაურნენ. საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და მისი განთავისუფლება ხელისუფლებისთვის ერთგვარი გამოსავალია. მმართველი გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ მერაბიშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულების ვადაზე ადრე დატოვება სპეციალურმა კომისიამ უნდა განიხილოს და ამ პროცესებში ხელისუფლება არ ერევა.