შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



1 ნოემბერს, საქართველოს დავით ყიფინის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა
02.11.2017
უკან დაბრუნება
1 ნოემბერს, საქართველოს დავით ყიფინის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. ტრადიციულად დაძაბული და საინტერესო გამოდგა ქართული დერბი. ქუთაისის „ტორპედომ“ „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და ფინალის საგზური მძიმე ბრძოლაში მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდმა საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლები გარეშე 0:0 დასრულდა. საბოლოოდ პრინციპული დაპირისპირების ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. 11-მეტრიანები უკეთ ქუთაისელებმა შეასრულეს და ანგარიშით 5:4 მოიგეს. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს თასის ფინალში ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. გასულ სეზონში კახაბერ ჩხეტიანის გუნდი დავით ყიფიანის სახელობის თასისთვის მარტვილის „მერანს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2017 წლის გათამაშების ფინალური შეხვედრის მასპინძელი ქალაქი და თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.