შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.
02.11.2017
უკან დაბრუნება
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში საპარლამენტო ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატები აცხადებენ, მმართველ გუნდს განხილვების პროცესში ჩართვა მხოლოდ ფორმალურად სჭირდება. ახალმიღებულ კონსტიტუციაში შესწორება 4 პუნქტში იგეგმება, რომელიც საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად-2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ბონუსების სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ჩასწორებას და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების არჩევანთან დაკავშირებით ცვლილებებს ითვალისწინებს.