შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება
01.11.2017
უკან დაბრუნება
მერის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. მეორე ტური 1 თვითმმართველ ქალაქში - ქუთაისში და 5 თვითმმართველ თემში - მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში ჩატარდება. აღნიშნულ ქალაქებში მერობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50%-იანი ზღვარი, რის გამოც არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა გახდა საჭირო. ქუთაისში , არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ადგილზე გასული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილი. „საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, კანდიდატს უფლება აქვს, თავისი კანდიდატურა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღისა მოხსნას, მაგრამ წესი არჩევნების მეორე ტურზე არ ვრცელდება. თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდა.მეორე ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით, #59 ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა.