შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როგორია აზიური ფაროსანას გავრცელების ალბათობა აღმოსავლეთ საქართველოში
01.11.2017
უკან დაბრუნება
ის არეაილი, რომელზეც დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანა იყო გავრცელებული, ნელ-ნელა ფართოვდება,- სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი განმარტავს, რომ მავნებლს ფრენა დღე-ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეულ კილომეტრზე შეუძლია. ბაღლინჯოს გავრცელებას ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს დასავლეთიდან აღმოსავლეთ სააქართველოში მოძრავმა სატრანსპორტო საშუალებებმა. იაკობაშვილის თქმით, სააგენტო აზიური ფაროსანას გავრცელების მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს, მონიტორინგის შედეგების მიხედვით კი შემდგომ ღონისძიებებს დაგეგმავს. მავნებელი დაფიქსირდა თბილისშიც. დედაქალაქში მისი საწინააღმდეგო შეწამვლები უკვე განხორციელდა. სეს-ის უფროსის მოადგილე, ასევე გამოეხმაურა ბოლო პერიოდში გავრცელებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური საშუალება აზიანებს ეკოსისტემას. იაკობაშვილის თქმით, პრეპარატი ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტების მიერ საკუთარ ქვეყნებში უკვე გამოცდილია და მის მიერ ფაროსანას გარდა ეკოსისტემის სხვა სახეობების ზიანი არსად დაფიქსირებულა, მათ შორის არც საქართველოში. აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით დაწყებულია მედია კამპანია ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ პატნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. რეპორტაჟი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), FERRERO-სა და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (G-HIP მხარდაჭერით. წინამდებარე რეპორტაჟი არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის შეხედულებებს“