შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წვრთნის დროს დაშავებულ ჯარისკაცს ხელის ამპუტაცია დასჭირდა
30.10.2017
უკან დაბრუნება
სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე წვრთნების დროს დაშავებული ჯარისკაცი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 33 წლის ვალერი ჭანტურია 26 ოქტომბერს დაშავდა. ის მკურნალობას ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გადის. ექიმის ინფორმაციით, ჭანტურიას მარცხენა ხელის მტევანი დაუზიანდა. ის კლინიკაში დაგვიანებით მოხვდა, რის გამოც, ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ვალერი ჭანტურია სამიზნე სროლებს ახორციელებდა და უეცარი სროლის შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა. დანიშნულია ექსპერტიზა. ფაქტზე გამოძიება კი 124-ე მუხლით მიმდინარეობს.