შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კონკურსი ,,შეაგროვე და გაანადგურე აზიური ფაროსანა“ გრძელდება
30.10.2017
უკან დაბრუნება
გადაცემა ,,აგრო სიახლეების“ მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოცხადებული კონკურსი აქტიურად მიმდინარეობს. გადაცემის წამყვანის გიგა აბულაძის განმარტებით, მაყურებლისგან აზიური ფაროსანასთან ბრძოლის რამდენიმე საინტერესო მეთოდი უკვე მიიღეს. შეგახსენებთ, რომ კონკურსის გამარჯვებულები სამ კატეგორიაში გამოვლინდებიან. დაჯილდოვდება მონაწილე, რომელიც ყველაზე დიდი ოდენობის აზიურ ფაროსანას გაანადგურებს, ასევე პირი, რომელიც აზიური ფაროსანასთან ბრძოლის განსაკუთრებით საინტერესო ხერხს წარმოადგენს. საპრიზო ადგილს დაიმსახურებს სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი ნახვისა და გაზიარების მქონე ვიდეოც.