შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქალთა კლუბი „შიდა ბორბალი“ ამჯერად, მარტვილში დაფუძნდა
30.10.2017
უკან დაბრუნება
ქალთა კლუბი „შიდა ბორბალი“ ამჯერად, მარტვილში დაფუძნდა. კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა პროფესიის ქალების დაახლოებას, სოციალურ ჩართულობას და ინტერნაციონალურ დონეზე ურთიერთობის დამყარებას. შეხვედრაზე ქალთა კლუბის წევრები და სტუმრები „შიდა ბორბლის“ ისტორიასა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. კლუბის პრეზიდენტმა მოწვეულ საზოგადოებას სამახსოვრო სუვენირები გადასცა. ქალთა კლუბი „შიდა ბორბალი“ 103 ქვეყანაში ფუნქციონირებს . თბილისში კი სამი წელია შეიქმნა.