შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მორიგი გასვლითი თათბირი ტყიბულის მუნიციპალიტეტში
25.11.2015
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ გასვლითი რეგიონული თათბირი ტყიბულის მუნიციპალიტეტში გამართა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორის და გამგებლების გარდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი ესწრებოდა. მხარეებმა 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და 2015 წლის ა.ა.ი.პ. ების დაფინანსების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები განიხილეს. თათბირზე ბერი ანდრიას სახელობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მილედი ჩხვიმიანმა, დამსწრე საზოგადოებას ფონდის საქმიანობა გააცნო, შეხვედრაზე ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის პრეზენტაციაც გაიმართა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლით შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით მართავს.