შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



მარტვილის N 65 საოლქო საარჩევნო კომისიამ მმართველი გუნდის და ნაციონალური მოძრაობის მიერ შეტანილი საჩივრები არ დააკმაყოფილა
25.10.2017
უკან დაბრუნება
მარტვილის N 65 საოლქო საარჩევნო კომისიამ მმართველი გუნდის და ნაციონალური მოძრაობის მიერ შეტანილი საჩივრები არ დააკმაყოფილა. პოლიტიკური პარტიები ბათილი ბიულეტინების გადათვლას მოითხოვდნენ.კომისია გასაჩივრების მოტივს საფუძვლიანად არ მიიჩნევს და მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინა . ქართული ოცნება ათი უბნის გადათვლას, ხოლო, ნაციონალური მოძრაობა ყველა უბნის ხმების გადათვლას ითხოვდა.მარტვილში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება,თარიღი ჯერჯერობით უცნობია.არჩევნების დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია 15 ნოემბრამდე ჩანიშნავს.ნაციონალური მოძრაობა მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.