შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„შეაგროვე და გაანადგურე აზიური ფაროსანა“ - კონკურსი მავნებლის წინააღმდეგ
25.10.2017
უკან დაბრუნება
“შეაგროვე და გაანადგურე აზიური ფაროსანა“ - გადაცემა „აგრო სიახლეები“მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად კონკურსს იწყებს. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. კონკურსის პირობების თანახმად, მოქალაქე ვინც შეაგროვებს და გაანადგურებს აზიურ ფაროსანას,გადაცემის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე,უნდა გადმოაგზავნოს ამის დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეომასალა. ასევე წერილობითი აღწერა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ხერხების შესახებ. გამარჯვებულები ამ კატეგორიებში გამოვლინდებიან, ასევე ფასიანი პრიზი გადაეცემა იმ მასალის ავტორს რომელიც ყველაზე გაზიარებადი იქნება.