შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ცენტრალურ ბაღში განთავსებულ 9 აპრილის მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
25.10.2017
უკან დაბრუნება
ცენტრალურ ბაღში განთავსებულ 9 აპრილის მემორიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. რეკონსტრუქცია-რესტავრაციის სამუშაოებისთვის ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, პირობების თანახმად, მემორიალის კონსერვაცია და დაზიანებული ნაწილების განახლება მოხდება. ტენდერის ვადა 11 ნოემბრამდეა და სამუშაოებისთვის 4900 ლარია გამოყოფილი. 9 აპრილის მემორიალი ცისფერყანწელთა ქუჩიდან 23 მარტს ,,ეროვნული მოძრაობის“ ინიციატივით გადაიტანეს. რეაბილიტაციის შემდეგ მონუმენტს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება.