შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



როგორ დაიცვა გურულმა ფერმერმა აზიური ფაროსანასგან მოსავალი
24.10.2017
უკან დაბრუნება
როგორ ვებრძოლოთ და შევამციროთ აზიური ფაროსანასგან მოყენებული ზიანი - ტელეკომპანია ,,გურია TV“-ს ეთერი დასავლეთ საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალურ თემას დაეთმო. საკუთარი გამოცდილების შესახებ ფერმერებმაც ისაუბრეს. მაშინ როდესაც გურიის მოსახლეობის უმეტესობა თხილის განადგურებაზე ჩივის, რეზო ჭეიშვილი აცხადებს, რომ წელს მან მაღალი ხარისხის მოსავალი აიღო და თანაც სრულად. ფერმერი საკუთარი წარმატების მიზეზად შეწამვლითი სამუშაოების დროულ ჩატარებას ასახელებს. ჭეიშვილი ამბობს, რომ აზიურმა ფაროსანამ მცენარე ისე დაასუსტა, რომ ბაქტერიებისა და სოკოვანი დაავადებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე გახადა. ფერმერი კომბინირებული წამლობის ეფექტურობაზე საუბრობს. დისკუსია მედიაკამპანიის ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), FERRERO და CNFA-ს „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტი“ ახორციელებს.