შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საჩხერეში ადგილობრივ მოსახლეობას დღეიდან ახალი სამუსიკო-სამხატვრო სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა მოემსახურება
23.10.2017
უკან დაბრუნება
საჩხერეში ადგილობრივ მოსახლეობას დღეიდან ახალი სამუსიკო-სამხატვრო სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა მოემსახურება. სკოლა 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს. დაწესებულებაში ცეკვისა და ფოლკლორის ანსამბლებიც იფუნქციონირებს. ახალი სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთის გუბერნატორ გივი ჭიჭინაძესთან ერთად გახსნა. აღსაზრდელებმა სკოლის გახსნა საზეიმოდ აღნიშნეს. შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, პარალელურად კი სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.