შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან წინასწარი ინფორმაციით არჩევნების მეორე ტური მხოლოდ ქუთაისში ჩატარდება
23.10.2017
უკან დაბრუნება
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან წინასწარი ინფორმაციით არჩევნების მეორე ტური მხოლოდ ქუთაისში ჩატარდება. ,,სამართლიანი არჩევნების“ იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი თეონა გოგიშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, კანდიდატს მერობის მანდატის მოსაპოვებლად 50 %-იანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. მეორე ტურს კი ცენტრალური საარჩევნო კომისია შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 25 დღის ვადაში დანიშნავს. შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტური საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში გაიმართება.