შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს
18.10.2017
უკან დაბრუნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა გრიგოლ ხანძთელი კლარჯეთის სავანეთა აღმშენებელი და არქიმანდრიტი იყო. იგი არამარტო რელიგიური მოღვაწე და ეკლესიათა მაშენებელი, არამედ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწეც გახლდათ. მან 102 წელი იცოცხლა და 861 წლის 5 ოქტომბერს გარდაიცვალა. წმინდანი ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის დაკრძალეს. ქუთაისში წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარი რამდენიმე წელია არსებობს. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ, ტაძრის წინამძღვარ ბერ-მონაზონ მამა საბასთან ერთად აღავლინა.