შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერი შოთა მურღულია სტუდენტებს შეხვდა
18.10.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერი შოთა მურღულია სტუდენტებს შეხვდა. 130-მა ქუთაისელმა სტუდენტმა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. შოთა მურღულიამ ახალგაზრდებს მსგავსი ტიპის პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საქართველოში საზაფხულო დასაქმების პროგრამის ერთადერთი პარტნიორი გერმანიის დასაქმების სამინისტროს მონაცემებით ქუთაისის ქართულ- გერმანული ცენტრია, რომელსაც ნანა მეგრელიშვილი ხელმძღვანელობს. აღნიშნულ პროექტში ქართულ-გერმანული ცენტრი 2007 წლიდან არის ჩართული. ახალგაზრდებმა ქუთაისის მერს სხვადასხვა პროექტებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.