შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთის რეგიონში კიდევ ორი სოფელი გაზიფიცირდება
18.10.2017
უკან დაბრუნება
იმერეთის რეგიონში კიდევ ორი სოფელი გაზიფიცირდება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ საყულიისა და მაღლაკის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა მიმდინარეობს. მაღლაკში 1630, ხოლო საყულიაში 5582 კომლი გაზიფიცირდება. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რამდენიმე ოჯახს პირადად ესტუმრა და გაზი საზეიმო ვითარებაში სიმბოლურად აანთო. ღონისძიებას ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდნენ. იმერეთის რეგიონში მიმდინარე წელს 14 სოფელი (129 კომლი) სრულად გაზიფიცირდა, ხოლო 47 სოფელში გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს.