შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გრიგოლ ვაშაძემ წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალზე ისაუბრა
17.10.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო ქალაქში ჩვეულებრივი წვიმაც სტიქიის სახეს იძენს, გრიგოლ ვაშაძემ თვითმმართველობას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, სტიქიის ადგილზე მხოლოდ საპატრულო ეკიპაჟი მუშაობდა. ვაშაძის კრიტიკას არ იზიარებენ მერიაში და აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებდნენ სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად.