შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის 32-ე, 34-ე და 35 -ე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგენილია
17.10.2017
უკან დაბრუნება
ქუთაისის 32-ე, 34-ე და 35 -ე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგენილია , თუმცა ამ ეტაპზე ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი სკოლების დასუფთავება მიმდინარეობს, მუშაობენ დაზიანებული ელექტროსადენების აღსადგენად.შესაბამისი სამსახურები კი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. როგორც ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განმარტავენ, დათვლილი ზარალის ხარჯთაღრიცხვა მალევე გადაეცემა შესაბამის სამსახურებს.უახლოეს მომავალში კი სკოლებში შექმნილი პრობლემები აღმოიფხვრება.