შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიორგი ჭიღვარია საჯარო სკოლის პედაგოგებს მაჟორიტარი ედპუტატობის კანდიდატებთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად შეხვდა
17.10.2017
უკან დაბრუნება
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისი მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია საჯარო სკოლის პედაგოგებს მაჟორიტარი ედპუტატობის კანდიდატებთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად შეხვდა. კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრეს და ყურადღება დეცენტრალიზაციაზე გაამახვილეს, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლები ადგილობრივი თვითმართველობის ბალანსზე გადმოვა, რომლის შემდეგაც რიგი საკითხები ადგილზე გადაწყდება. ქუთაისი მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია წინასაარჩევნო შეხვედრებს ყველა სფეროს წარმომადგენლებთან გეგმავს, რომ გამარჯვების შემდეგ პრობლემები დეტალურად იქნას შესწავლილი და მოგვარებული.