შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ძლიერი წვიმის შედეგად მიზანდარის 34-36 ნომერში მცხოვრები ოჯახები პარალიზირებულია. დაიტბორა მათი სახლები და ეზოები
16.10.2017
უკან დაბრუნება
ძლიერი წვიმის შედეგად მიზანდარის 34-36 ნომერში მცხოვრები ოჯახები პარალიზირებულია. დაიტბორა მათი სახლები და ეზოები. როგორც ჩვენთან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, აღნიშნული ადგილი წლების მანძილზე საწრეტის ფუნქციას ასრულებდა.ნალექიან ამინდში წყალი დგებოდა, თუმცა მიწაში არსებული ბეტონის მილის დახმარებით რამდენიმე საათში იწმინდებოდა. ამჟამად, მდგომარეობა გაცილებით მძიმეა მილმა წყალი ვერ გაატარა და აქ მაცხოვრებლები დაიტბორენენ. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური ,თუმცა ადგილობრივების განმარტებით მათი დახმარება ვერ შეძლეს. მოსახლეობა ადგილობრივი თვითმართველობისგან დროულ რეაგირებას ითხოვს. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ რომ კონკრეტულ მისამართზე მდგომარეობას შეისწავლიან ,რის შემდეგაც მოხდება ზარალის დათვლა.