შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე ამომრჩეველთან შეხვედრაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდა
16.10.2017
უკან დაბრუნება
ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე ამომრჩეველთან შეხვედრაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდა. მგზავრობისას კანდიდატს სოფლის მკვიდრებმა 2012 წლის შემდეგ განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს და ასევე, სთხოვეს მერად არჩევის შემდეგ სოფელში არსებული გაზიფიცირების პრობლემა გადაჭრას. სოფელში უკვე განხორციელდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, გარემონტდა საბავშვო ბაღი და დამონტაჟდა სასმელი წყლის მილები. ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატის პაატა ნადირაძის მხარდასაჭერად უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენი სერგო იაკობიძე ჩამოვიდა და წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო. ,პაატა ნადირაძემ მხარდამტერებთან შეხვედრისას იმ პროექტებზე ისაუბარა რომელიც მომდევნო 4წლის მანძილზე განხორციელდება