შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გადაუღებელმა წვიმამ ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაც დააზარალა
16.10.2017
უკან დაბრუნება
გადაუღებელმა წვიმამ ავტოქარხნის მარჯვენა დასახლებაც დააზარალა. ქიაჩელის ქუჩაზე წყალი პირველ სართულებში შეიჭრა და საცხოვრებელი ოთახები დატბორა. დაზიანებულია ტექნიკა და ავეჯი. იქ მცხოვრები მოსახლეობა წყლის ნაკადის სახლებში შეჭრას სანიაღვრე ქსელის გაუმართაობას უკავშირებს. ქიაჩელის 29 ნომერში მაცხოვრებლებს წყალმა შინაური ცხოველები წაართვა. მათთვის სტიქიისგან მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.