შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გამწვანების აქცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის პატივსაცემად
25.11.2015
უკან დაბრუნება
უგზო უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრთა საოჯახო კომიტეტმა კონფლიქტის ზონაში დაკარგულთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს გამწვანების აქცია მოაწყო. ახლობლების სახელზე მათ ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში სიმბოლურად ხეები დარგეს. გამწვანების აქცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრთა საოჯახო კომიტეტის ორგანიზებით წითელი ჯვრისა და ჯისიარტის მხარდაჭერით განხორციელდა. ქუთაისის პარალელურად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის პატივსაგებად სკვერი ბათუმში,ზუგდიდსა და გორშიც გაშენდება. მომავალი წლისთვის იგეგმება მონუმენტის დადგმაც.