შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიორგი ჭიღვარია ენჯეოსექტორისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
11.10.2017
უკან დაბრუნება
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში გრძელდება შეხვედრების ციკლი. ქუთაისის მერობის კანდიდატებთან დღეს ენჯეოსექტორისა და მედიის წარმომადგენლებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ საარჩევნო პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. შეხვედრები მიზნად ისახავს ამომრჩევლის ინფორმირებულობას, ამა თუ იმ კანდიდატის სამომავლო გეგმების შესახებ.