შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე აღინიშნება. გადმოცემით ხატი გურიაში ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულოს ტაძარში ყოფილა დაბრძანებული. მთავარუხუცესმა სილიბისტრომ ხატის ჩაგონებით ჩვენება იხილა. საკრებულოს ტაძარში შესულიყო
11.10.2017
უკან დაბრუნება
დღეს პალიასტომის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე აღინიშნება. გადმოცემით ხატი გურიაში ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულოს ტაძარში ყოფილა დაბრძანებული. მთავარუხუცესმა სილიბისტრომ ხატის ჩაგონებით ჩვენება იხილა. საკრებულოს ტაძარში შესულიყო და ხატი გამოეტანა, რადგან ციხე-ქალაქს ჩაძირვა ელოდა. მიუხედავად ორგზის გამოცხადებისა მთავარუხუცესმა სიზმარი არ დაიჯერა-ღვთის ნებით ქალაქი წყალში ჩაიძირა, ხატი კი ციხე-ქალაქიდან ჰაერზე უხილავად მოდიოდა. როდესაც მთავარუხუცესმა ეს სასწაული ნახა დაეცა ხატის წინაშე და ცოდვების მიტევება ითხოვა, ყოვლადწმინდა ხატი ჰაერიდან დაიძრა და მის ხელებში მიესვენა. მთავარუხუცესმა ღვთისმშობლის ხატი ქუთაისში მოასვენა და საკრებულო ტაძარში დააბრძანა. პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი ქუთაისის მფარველად იწოდება.