შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთისის, N59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა
11.10.2017
უკან დაბრუნება
ქუთისის, N59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს საარჩევნო სიებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები გააცნო . ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერის სტატუსის მოსაპოვებლად 8, ხოლო 10 მაჟორიტარული ოლქიდან ქალაქის საკრებულოში მაჟორიტარის სტატუსით მოსახვედრად 81 კანდიდატი იბრძოლებს. მისი თქმით, მერობის 10 კანდიდატიდან 2-მა, ხოლო მაჟორიტარობის 86 კანდიდატიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ხუთმა კანდიდატმა განაცხადა.რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისათვის 14 პარტიაა დარეგისტრირებული, ხოლო მაჟორიტარობის 81 კანდიდატიდან 23 ქალია, რაც მაჟორიტართა საერთო რაოდენობის დაახლოებით 27 % შეადგენს. ოსეფაიშვილის ინფორმაციით ბოლო მონაცემებით ქუთაისში 153,880 ამომრჩეველია.